მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მესამე პაკეტი შეათანხმა, რომელიც ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის ევროპული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს
ევროკავშირმა სანქციების მესამე პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ევროპული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ წინ მივიწევთ როგორც შეგვიძლია სწრაფად“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ და დასძინა, რომ ევროკავშირის სანქციები შესაძლოა, ბევრად მეტ რუს ოლიგარქს დაუწესდეს.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უფრო სწრაფი და მკაცრი ზომებისკენ მიღებისკენ მოუწოდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ბრიუსელში დღეს საღამოს, რათა განიხილონ სანქციების მეორე პაკეტი, რომელიც ევროკავშირის სამიტზე გვიან ღამით შეათანხმეს.