ევროკავშირმა რვა სახელმწიფოს მოგზაურებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა გადაწყვიტა
ევროკავშირმა რვა სახელმწიფოს მოგზაურებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა გადაწყვიტა

ევროკავშირმა ამერიკელი და კიდევ შვიდი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფრანს პრესი“ ავრცელებს. ანონიმური წყაროების ცნობით, შეზღუდვები მოიხსნება იმ მოგზაურებისთვისაც, ვინც აცრილი არ არის.

„ფრანს პრესის“ ცნობით, აშშ-ის გარდა ევროკავშირის ე.წ. თეთრ სიაში შეიყვანეს ალბანეთი, ლიბანი, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, ტაივანი, ჰონგ კონგი და მაკაო.

ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ევროკავშირში მოგზაურობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ „თეთრ სიაში“ ასევე არიან იაპონია, ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.