ევროკავშირმა რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით მილიონი ევრო გამოყო
ევროკავშირმა რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირი რუსეთის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ დაარსებული ჯგუფის ბიუჯეტში მილიონ 100 ათას ევროს გადარიცხავს. ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფი East StratCom Task Force 2015 წელს რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან, ასევე ყალბ ახალ ამბებთან (ე.წ. Fake News) ბრძოლის მიზნით შეიქმნა. ამ დრომდე ზემოთ ხსენებული ჯგუფი ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, 2018 წლიდან კი დეზინფორამციასთან საბრძოლველად ცალკე ბიუჯეტი გამოიყო.

ჯგუფი East StratCom Task Force 30 სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელს აერთიანებს. მათ შორის არიან ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და არაერთი საჯარო მოხელე.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი ძირითადად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმუშავებს, სადაც რუსული პროპაგანდა უფრო ძლიერია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.