ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისი ავრცელებს.
სანქციების დეტალები უცნობია, თუმცა თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისის ცნობით, რუსეთს ჩამოერთმევა ევროკავშირის ბაზრის უდიდესი მომხმარებლის სავაჭრო სტატუსს. ეს ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს, აკრძალოს ან სადამსჯელო ტარიფები დაუწესოს რუსულ პროდუქციას.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სანქციები ასევე სავარაუდოდ მოიცავს რუსეთის რკინისა და ფოლადის იმპორტის აკრძალვას, ძვირადღირებული ნივთების ექსპორტის აკრძალვას, მათ შორის ავტომობილების, რომელთა ღირებულება 50 ათას ევროს აღემატება, ნავთობკომპანიებსა და ენერგოსექტორში ინვესტიციების აკრძალვას.
ამას გარდა, ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის მფლობელის რომან აბრამოვიჩის, ასევე კიდევ 14 პირის წინააღმდეგ შეზღუდვებს ითვალისწინებს.