ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც მათ შორის რუსული ფოლადისა და რკინის იმპორტი იკრძალება
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც მათ შორის რუსული ფოლადისა და რკინის იმპორტი იკრძალება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესსსამსაურში აცხადებენ, „ვიდრე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ პრეზიდენტ პუტინის ომი გრძელდება, ძალაში რჩება ევროკავშირის ერთიანობა და უკრაინის მხარდაჭერა.

სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთთან ვაჭრობას შეზღუდვას. ეს შეეხება მათ შორის ფუფუნების საგნებს. ასევე ევროკავშირი აკრძალავს რუსული ფოლადის და რკინის იმპორტსაც.

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში აღარ შევა ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ენერგოპროდუქტების ახალი საბადოების სამძებრო და მოპოვებითი სამუშაოების დროს.

ამას გარდა, ევროკავშირი გააფართოებს რუსი მაღალჩინოსნების, პროპაგანდისტების და ოლიგარქების ე.წ. შავ სიას. კონკრეტულად ვინ დაემატება ნუსხას, ეს დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.