ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი შეათანხმა, რომელიც პირველად, ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა, რომელიც პირველად, ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჩინური კომპანიები ეჭვმიტანილი არიან რუსეთისთვის აკრძალული ნივთების შეძენაში. ევროკავშირის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ მოქმედებას იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებათ ევროკავშირში წარმოებული მოწინავე ტექნოლოგიებისა და სამხედრო საქონლის რუსეთისთვის მიწოდებაში.
სანქციების სამიზნე ასევე გახდნენ თურქული და ჩრდილოეთ კორეული კომპანიები. ახალი სანქციებით შავ სიას დაახლოებით 200 ადამიანი და სუბიექტი დაემატა. ევროკავშირის მე-13 პაკეტი ფორმალურად 24 თებერვალს დამტკიცდება.