ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა. სანქციები გახანგრძლივდა 2020 წლის 15 სექტემბრამდე. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 175 პირსა და 44 კომპანიას ეხება.
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული მოქმედებების დაწყების შემდეგ დაუწესა.