ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოაცხადა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოაცხადა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოაცხადა. სანქციები დაწესდა ფინანსურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო სექტორზე, ასევე სავიზო სექტორზე.

„სანქციებს ექნება მაქსიმალური გავლენა რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ელიტაზე. კრემლს პასუხს ვაგებინებთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, სანქციები ეხება რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს, ასევე მთავარ სამთავრობო კომპანიებს, მათ შორის სამხედრო სექტორში.

„ეს სანქციები რუსეთს მიიყვანს ინფლაციამდე. ასევე სანქციებს ვუწესებთ რუსეთის ელიტას, მათი დეპოზიტების გაყინვით ისე, რომ ვეღარ შეძლონ ევროპაში ფულის დამალვა. სრულად იკრძალება რუსული კომპანიებისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვა. რუსეთის კომერციული აეროფლოტის სამი მეოთხედი არის თვითმფრინავები, რომელიც აწყობილია ამერიკაში, ევროპასა და კანადაში“,- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.