ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 2021 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 2021 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება 19 ივნისს გამართულ სამიტზე მიიღეს. ლიდერების განცხადებით, მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა ჯერჯერობით შესრულებული არ არის.
„იმის გათვალისწინებით, რომ მინსკის შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის, ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები გახანგრძლივდება“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.