ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 200-ზე მეტ მოქალაქეს, ასევე რუსულ ბანკებსა და რიგ სამრეწველო თუ სატრანსპორტო კომპანიებს. ამის შესახებ ევროკავშირის ვებგვერდზეა აღნიშნული.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები – მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რუსი ოლიგარქები – ოლეგ დერიპასკა, ბორის და იგორ როტენბერგები, კირილ შამალოვი, საიდ ქერიმოვი, „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი, პროსახელისუფლო პროპაგანდისტი ალექსეი პიმანოვი, გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი პაველ გუსევი, თავდაცვის უწყების წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი.
გარდა ამისა, ევროკავშირმა აგრეთვე გაყინა „ვითიბის“, „ნოვიკომბანკის“, „სოვკომბანკის“, „ოტკრიტიას“, ასევე 14 რუსული სამრეწველო და სატრანსპორტო კომპანიის აქტივები.