ევროკავშირმა ლიბიიდან საკუთარი თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა
ევროკავშირმა ლიბიიდან საკუთარი თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა

ევროკავშირმა ლიბიიდან საკუთარი თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ევროპული გაერთიანების სასაზღვრო დახმარების მისიის წარმომადგენლები და სამი დიპლომატი ტუნისში გაემგზავრნენ. ისინი კუნძულოვან სახელმწიფოში კატარღის საშუალებით ჩავიდნენ.

ლიბიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირი დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

ფედერიკა მოგერინის განმარტებით, ლიბიის ეროვნული არმიის ხელმძღვანელის, ხალიფა ჰაფტარის დედაქალაქ ტრიპოლიზე იერიში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების ესკალაცია რეგიონში ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურებას გამოიწვევს.

ლიბიის ეროვნული არმიის ლიდერმა, ამბოხებულმა ხალიფა ჰაფტარმა დედაქალაქზე იერიშის დაწყების შესახებ გასულ კვირას განაცხადა. ტრიპოლის კი ამჟამად გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობა აკონტროლებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მხარეებს შორის დაპირისპირებებს ათობით ადამიანი შეეწირა.