ევროკავშირმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 100 მილიონი ადამიანი აცრა
ევროკავშირმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 100 მილიონი ადამიანი აცრა. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დიდი შვიდეულის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„კარგი ახალი ამბავი გვაქვს. დღეს ევროპაში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მაინც არის აცრილი და უფრო კარგი ამბავი კი ის არის, რომ 100 მილიონი ადამიანს ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა ევროკავშირში წარმოებული ვაქცინის 700 მილიონი დოზიდან 350 მილიონი დოზა მსოფლიოს 90 ქვეყანას გაუგზავნა.