ევროკავშირმა კორონავირუსის გამო საწარმოების დროებითი ნაციონალიზაციის ნებართვა გასცა
ევროკავშირმა კორონავირუსის გამო საწარმოების დროებითი ნაციონალიზაციის ნებართვა გასცა. როგორც ევროკომისიაში განმარტავენ საწარმოების ნაციონალიზაცია გარკვეული პირობების დაცვით იქნება შესაძლებელი. მათ შორის არის დივიდენდების და ბონუსების გაცემაზე უარი თქმა.
მსხვილ კომპანიებს ასევე მოუწევთ დეტალურად განმარტონ, თუ რაში ხარჯავენ ფინანსურ დახმარებას. ამასთან, აუცილებელი იქნება „მწვანე“ და „ციფრულ ეკონომიკაზე“ გადასვლის გეგმის რეალიზაცია.
ევროკომისიის განაცხადებით, ხელისუფლების ჩარევა „საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს“. კერძოდ, ამ ინტერესებში იგულისხმება დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილების დაკარგვისა და ინოვაციური საწარმოების გაკოტრების თავიდან აცილება.