ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
„ბიბისის“ ცნობით, 36-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად ევროკავშირის საბჭომ, ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა შეათანხმეს ხელოვნური ინტლექტის მარეგულირებელი წესები.
ეს მსოფლოში პირველი საკანონმდებლო ბაზა იქნება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას არეგულირებს.
საკანონმდელო ინიციატივას ევროპარლამენტი მომავალი წლის დასაწყისში უყრის კენჭს, თუმცა კანონმდებლობა, სულ მცირე, 2025 წლამდე არ ამოქმედდება.
შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა ინიციატივას ისტორიული უწოდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მკაფიო წესებს ადგენს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის აქტი დაეხმარება ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და უფლებებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან კანონპროექტი შეაფასა, როგორც უნიკალური სამართლებრივი ჩარჩო ისეთი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის, რომელსაც შეგიძლია, ენდო.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესების შემუშავებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთსაც.