ევროკავშირმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშს აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა
ევროკავშირმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშს აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა. ბრიუსელი მოითხოვს, რომ სიტუაციის დეესკალაცია ოპერატიულად მოხდეს, რათა ისრაელელი და პალესტინელი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის პრესსპიკერმა, მაია კოსიანჩიჩმა გააკეთა.
„ევროკავშირმა არაერთხელ მიუთითა, რომ ძალადობის აღკვეთა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად არის შესაძლებელი“, – განაცხადა კოსიანჩიჩმა.
ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე მიტანილი სარაკეტო იერიშების შემდეგ, ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში დახურულია ადმინისტრაციული დაწესებულებები და სკოლები. ღაზას სექტორის სიახლოვეს ნაწილობრივ შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 190-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. შედეგად დაშავებულია 39 ადამიანი.