ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი .
აღნიშნული სანქციები ევროკავშირმა თეირანს 2011 წელის დაუწესა. დღეს შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა 2019 წლის 13 აპრილამდე გახანგრძლივდა.
სანქციები 82 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინაღმდეგ მოქმედებს. „შავ სიაში“ მყოფ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. შეზღუდვები ასევე ევროპულ ბანკებში მათი ფინანსური აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს. სანქციები ირანში ისეთი მოწყობილობების ექსპორტს კრძალავს, რომლებიც შესაძლოა, ქვეყნის შიგნით რეპრესიებისთვის, ასევე ტელეკომუნიკაციების თვალთვალისთვის იქნას გამოყენებული.