ევროკავშირმა გერმანიის პარლამენტზე კიბერთავდასხმისთვის ორ რუს სამხედრო მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა გერმანიის პარლამენტზე კიბერთავდასხმისთვის ორ რუს სამხედრო მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საქმე ეხება 2015 წელს განხორციელებულ კიბერშეტევას, რომლის ფარგლებშიც, მნიშვნელოვანი რაოდენობის ინფორმაცია მოიპარეს.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელს, იგორ კოსტიუკოვს და 29 წლის სამხედრო დაზვერვის ოფიცერს, დმიტრი ბადინს ევროკავშირის ტერიტრიაზე შესვლა აეკრძალათ და აქტივები გაეყინათ.
ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის კიბერთავდასხმის სამიზნე გერმანიის პარლამენტის საინფორმაციო სისტემა გახდა და მისი საქმიანობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო.
კიბერშეტევის ფარგლებში, დაზიანდა რამდენიმე დეპუტატის, ასევე კანცლერ ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტის ანგარიშები.
ევროკავშირის სანქციები ასევე შეეხო რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალური სამსახურების 85-ე მთავარ ცენტრს, რომელიც „უცნაური დათვის“ და „პაიკის შტორმის“ სახელითაც არის ცნობილი.