ევროკავშირმა „ფაიზერთან“ და „ბიონტექთან“ ვაქცინის 300 მლნ დამატებითი დოზის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია
ევროკავშირმა „ფაიზერთან“ და „ბიონტექთან“ ვაქცინის 300 მლნ დამატებითი დოზის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა „ფაიზერთან“ და „ბიონტექთან“ ვაქცინის 300 მილიონი დამატებითი დოზის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის საკმარისი დოზა იქნება ხელმისაწვდომი.

ევროკავშირში „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 27 დეკემბრიდან დაიწყო.

„მოდერნას“ წარმოების ვაქცინას ევროკომისიამ ავტორიზაცია 6 იანვარს მიანიჭა. მანამდე კი „ევროპის წამლის სააგენტომ“ ამ ვაქცინის 18 წელს ზემოთ მყოფ პირებში გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

ევროკავშირში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა დამტკიცებული.