ევროკავშირმა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დაამატა
ევროკავშირის საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია, დაემატა ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ამასთან, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან მოლდოვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა ამოიღეს.
ამჟამად, ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება – ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, იორდანია, ქუვეითი, ახალი ზელანდია, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით.