ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთს ბრექსითის პირობების შესათანხმებლად სამდღიანი ვადა მისცა
ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთს ბრექსითის პირობების შესათანხმებლად სამდღიანი ვადა მისცა.
ბრიუსელში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების გახანგრძლივების შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. ტერეზა მეის ბელგიის დედაქალაქში კვირის ბოლომდე ელოდება.
„ჩვენი სამუშაო კვირა გრძელდება კვირა დღის ჩათვლით. ჩვენ მზად ვართ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი მივიღოთ, მაშინ როდესაც ბრიტანული მხარე მზად იქნება“, – განაცხადეს ევროკავშირში.
ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელში 14-15 დეკემბერს დაგეგმილი სამიტისთვის სამზადისის დასრულება აუცილებელია, ამიტომ ლონდონი უნდა დათანხმდეს ბრექსითის მოლაპარაკებების მეორე ფაზის დაწყებას.
ყოვლისმომცველი შეთანხმების მოსამზადებლად მოლაპარაკებები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის 2017 წლის ივნისიდან მიმდინარეობს. თუმცა ამ დრომდე რჩება რამდენიმე სადავო საკითხი. მათ შორის არის ლონდონის ფინანსური ვალდებულებები, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მოქალაქეთა უფლებები და ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარი.