ევროკავშირმა დაფინანსება შეუწყვიტა პოლონეთის ექვს ქალაქს, რომლებიც „ლგბტ-სგან თავისუფალ ზონად“ გამოაცხადეს
ევროკავშირმა დაფინანსება შეუწყვიტა პოლონეთის ექვს ქალაქს, რომლებიც „ლგბტ-სგან თავისუფალ ზონად“ გამოაცხადეს. როგორც ევროკავშირში განმარტეს, ევროკომისია მხარს უჭერს ადამიანების თანასწორობას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ევროკავშირის ფასეულობებსა და ფუნდამენტურ უფლებებს პატივისცემით უნდა მოეპყროს ევროკავშირის ყველა წევრი და მათი მთავრობა“, – ნათქვამია თანასწორობის საკითხებში ევროკომისარ ჰელენა დალის განცხადებაში.
ევროკომისარი განმარტავს, რომ პოლონეთის ექვსი ქალაქის მერიის გადაწყვეტილების გამო, ისინი ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ვერ მიიღებენ. საუბარია 25 ათას ევროზე.
მარტში „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ გაავრცელა ცნობა, რომ 2019 წლის შემდეგ პოლონეთის ქალაქების ერთი მესამედი „ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონა“ გამოცხადდა.