ევროკავშირმა და მოლდოვამ ქვეყანაში ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ევროკავშირმა და მოლდოვამ ქვეყანაში ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იუწყება, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ადრიან ეფროსთან გაფორმებული შეთანხმება საშუალებას იძლევა მოლდოვაში ევროკავშირის პარტნიორობის მისიის სრულად ფუნქციონირებისთვის.
„ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მოლდოვას გამძლეობას ჰიბრიდული საფრთხეებისა და საგარეო მხრიდან ჩარევის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან“, – აღნიშნა ბორელმა.
ამასთან, ჯოზეფ ბორელი შეხვდა მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუს, რომელთანაც განიხილა კიშინიოვის ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.