ევროკავშირმა და ლონდონმა „ბრექსითის“ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ევროკავშირმა და ლონდონმა „ბრექსითის“ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ევროკავშირის ლიდერმა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე ზალცბურგში გამართულ სამიტზე იმსჯელეს, თუმცა შეხვედრა უშედეგო იყო.
გამოსვლაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „ბრექსითის“ შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურება დაუშვებელია.
ამასთან, ტერეზა მეიმ უარყო ევროკავშირის წინადადება, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარზე საბაჟოს გახსნას ითვალისწინებდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, კონსულტაციებმა შედეგი ვერ გამოიღო. დღეს ამავე საკითხზე ევროკავშირის ლიდერები უკვე ტერეზა მეის გარეშე იმსჯელებენ.