ევროკავშირმა და გაერო-ს განვითარების პროგრამამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სახის დამცავი 7 500 ფარი გადასცეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სახის დამცავი 7 500 ფარი გადაეცა. აღჭურვილობა ცენტრს ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა გადასცეს.
ლუიზა ვინტონი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი დომინიკ პაპენჰაიმი ცენტრის თბილისის წარმომადგენლობას ეწვივნენ და მის დირექტორს, ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდნენ.
დამცავი ფარების გადაცემის შემდეგ მათ საქართველოში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაზე და წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
მრავალჯერადი გამოყენების სახის დამცავი ფარები წარმოებულია საქართველოში გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან ქართული კომპანიის მიერ ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით.