ევროკავშირმა ბერძნული კრიზისის დასრულების შესახებ განაცხადა. ევროპული გაერთიანების ფინანსთა მინისტრების შეხვედრის დროს 2010 წელს საბერძნეთისთვის დაწყებული ფინანსური დახმარების პროგრამიდან გამოსვლის პირობებზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ევროპელი კრედიტორები საბერძნეთს საბოლოო ფინანსური დახმარების სახით 15 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. ამასთან, დაწესდება კრედიტის დაფარვის თარიღი.
საბერძნეთის საგარეო ფინანსური დახმარება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროგრამა გამოდგა. მის გარშემო არსებულმა პრობლემებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რვა წლის განმავლობაში ოფიციალურმა ათენმა სამი პროგრამის წყალობით საერთო ჯამში დახმარების სახით 240 მილიარდი ევრო მიიღო.
ევროზონის დახმარების მიზანი საბერძნეთის საკუთარი მოთხოვნების დამოუკიდებელი ფინანსური უზრუნველყოფის მიღწევა იყო.