ევროკავშირმა აშშ-ის ჯინსებზე, ვისკიზე და მოტოციკლებზე ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირმა აშშ-ს საპასუხო ტარიფები დაუწესა. AFP-ს ინფორმაციით, 28 სახელმწიფომ აშშ-ის ჯინსებზე, ვისკიზე და მოტოციკლებზე ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
ევროკავშირმა საპასუხო ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 1-ელ ივნისს აშშ-მა ევროპის ალუმინსა და ფოლადზე დააწესა ტარიფები.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში „მომდევნო დღეებში“ შევა. ტარიფების, პარიზის კლიმატური შეთანხმების, ირანის ბირთვული შეთანხმებისა და იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის გამო, ტრანსატლანტიკური კავშირები მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა.