ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად 35 მილიონი ევროს პროექტი დაიწყო
ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად 35 მილიონი ევროს პროექტი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ „ტვიტერით“ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ დავიწყეთ 35 მილიონი ევროს ოდენობის ინოვაციური შეთანხმება, რათა მხარი დავუჭიროთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მიაწოდონ. ეს არის ევროკავშირის სოლიდარული ქმედებები, რომელიც სიცოცხლის გადარჩენასა და აღდგენის დაჩქარებას უწყობს ხელს“, – განაცხადა ვარჰეიმ „ტვიტერზე“.
არსებული მექანიზმის მიხედვით, ევროკავშირი დააფინანსებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ვაქცინის მიწოდების პროცესს, რათა ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.