ევროკავშირმა 500 მილიონი ევროს ოდენობის თავდაცვის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის წევრების გადაწყვეტილებით, 500 მილიონი ევროს ოდენობის ახალი ფონდი თავდაცვის სფეროში მასშტაბური პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს. თავდაცვის ფონდის რეგულაციის თანახმად, დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომელშიც ჩართული იქნება ევროკავშირის არანაკლებ სამი წევრი სახელმწიფოს სულ მცირე, სამი კერძო ან სახელმწიფო კომპანია.
ფონდის დასაფინანსებელ მიმართულებებს შორისაა უპილოტო სისტემები, სატელიტური კომუნიკაციები, კოსმოსში ავტონომიური ოპერაციები და დედამიწის მუდმივი დაკვირვება, სტაბილური ენერგოუზრუნველყოფა, საზღვაო და კიბერ საფრთხეებისგან თავდაცვა, მაღალტექნოლოგიური საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტექნიკა, დომეინის ერთობლივი სისტემები, მათ შორის სტრატეგიული მექანიზმები. პირველი პროექტები ფონდისგან დაფინანსებას სავარაუდოდ 2019 წლიდან მიიღებენ.