ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, 18 წლის 15 ათასი მოქალაქეს საშუალება ექნება ზაფხული ევროპის ქვეყნებში უსასყიდლოდ გაატაროს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, 18 წლის 15 ათასი მოქალაქეს საშუალება ექნება 2018 წლის ზაფხული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უსასყიდლოდ გაატაროს – ევროკავშირი ახალ პროგრამას „აღმოაჩინე ევროკავშირს” იწყებს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ამ ადამიანების მოგზაურობის დასაფინანსებლად 12 მილიონ ევროს გამოყოფს.
ინიციატივა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს უკეთესად გაეცნონ კონტინენტის კულტურულ მემკვიდრეობას, გაიცნონ სხვა ეროვნების ადამიანები, მონაწილეობა მიიღონ კულტურულ ღონისძიებებში და დაუახლოვდნენ ერთმანეთს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ კონკურსანტი 18 წლის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე იყოს.