ევროკავშირის ქვეყნების ელჩები - საჭიროა სწრაფი გამოძიება გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი
საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
„საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ელჩების განცხადება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.