„ფრანს პრესი“ - ევროკავშირის ქვეყნები კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ.
შესაბამის ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ტურისტული სფეროს მუშაობის აღსადგენად, ევროკავშირში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ე.წ. „კოვიდპასპორტების“ შემოღებასთან დაკავშირებით.