ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფო თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტი ბავშვების მიღებას დათანხმდა
ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფო თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტი ბავშვების მიღებას დათანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, ლტოლვილი არასრუწლოვნების მიღებას ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი და პორტუგალია დათანხმდნენ.
ჯერ უცნობია, რამდენ მიგრანტს მიიღებს თითოეული ქვეყანა, თუმცა გერმანული მედიის ცნობით, ბერლინი მზად არის, 1500 არასრუწლოვანი შეიფაროს.
თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ლტოლვილები მას შემდეგ მივიდნენ, რაც სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება დაიძაბა და ანკარამ მათ ევროკავშირის საზღვრებისკენ გზა გაუხსნა.
დღეს საღამოს ბრიუსელში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს ელოდებიან, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.