ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „თალიბანის“ მიერ დასახელებულ მთავრობას ევროკავშირი არ განიხილავს ინკლუზიურად
ევროკავშირი ავღანეთში „თალიბანის“ მიერ დასახელებულ მთავრობას არ განიხილავს ინკლუზიურად და წარმომადგენლობითად, არც რელიგიური და არც ეროვნული კუთხით, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას „ევრონიუსი“ აქვეყნებს.
„ეს არ ჰგავს ავღანეთის მდიდარი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების ინკლუზიურ და წარმომადგენლობით ფორმას, რომლის ნახვაც ჩვენ გვსურდა და რომლის ჩამოყალიბებასაც თალიბები გვპირდებოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.