ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოელი დონორების გამჟღავნებას სთხოვს, ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება
ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოელი დონორების გამჟღავნებას სთხოვს, ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ძირითად უფლებებს არღვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

უნგრეთის კანონი საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს ეხება და სამოქალაქო ორგანიზაციებისგან ითხოვს, რომ გაამჟღავნონ თავისი უცხოელი დონორები.

„უნგრეთის შეზღუდვები სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებაზე იმ პირების მიერ, რომლებიც წევრი სახელმწიფოს გარეთ არიან, არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას“, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

ჯერ კიდევ 2017 წელს, ევროპის მიგრაციული კრიზისის დროს უნგრეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის 22 000 ევროზე მეტით დაფინანსების გაყინვას ითვალისწინებს. ბუდაპეშტში ამბობენ, რომ ფინანსები შეიძლება გამოყენებული იყოს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსებისთვის.