ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირუტყვის რიტუალური მიზნით დაკვლა მხოლოდ ლეგალურ სასაკლაოზეა დასაშვები
პირუტყვის რიტუალური მიზნით დაკვლა მხოლოდ ლეგალურ სასაკლაოზეა დასაშვები. ასეთი ვერდიქტი ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა.
საქმე ევროკავშირის სასამართლოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ბელგიაში მუსლიმებმა დროებითი სასაკლაოების მოწყობის ნებართვა მოითხოვეს, რაც მათი თქმით, ყურბან ბაირამის აღნიშვნის პერიოდშია საჭირო, რადგან მოქმედი სასაკლაოების რაოდენობა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. ბელგიის სასამართლომ რელიგიური ორგანიზაციების ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
ვერდიქტი ძალაში დატოვა ევროკავშირის სასამართლომაც. მუსლიმური ორგანიზაციები განაჩენს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ეს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაა.
ევროკავშირის სასამართლოს ვერდიქტის შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე და მათ შორის ბელგიაშიც, პირუტყვის დაკვლა მხოლოდ ავტორიზებულ სასაკლაოზე იქნება შესაძლებელი.
ამასთან, ამავე სასამართლომ 2009 წელს დაადგინა, რომ პირუტყვის დაკვლა, წინასწარი მისი დაძინების გარეშე, დაუშვებელია, თუმცა გამონაკლის არის რელიგიური რიტუალი.