ევროკავშირის სასამართლო პოლონეთს უზენაესი სასამართლოს შესახებ ახალი კანონის შეჩერებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის სასამართლო პოლონეთს უზენაესი სასამართლოს შესახებ ახალი კანონის შეჩერებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს უზენაესი სასამართლოს შესახებ ახალი კანონის მოქმედების შეჩერებისკენ მოუწოდა.

პოლონეთის ახალი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადადგომის ასაკი 70-დან 65 წლამდე შემცირდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მანდატი კი, ვადამდე შეწყდა.

Euronews-ის ინფორმაციით, სასამართლოს აკრძალვის თხოვნა ევროკომისიამ გაუგზავნა, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სასამართლოს ეროვნული საბჭოს მიერ არიან დანიშნული, ცვლილებების შემდეგ კი, საბჭო მმართველი ევროსკეპტიკური პარტიის კანდიდატებით დაკომპლექტდა.

ევროკავშირის ისტორიაში პირველად, 2017 წლის 20 დეკემბერს, ევროკომისიამ პოლონეთთან მიმართებაში სანქციების პროცედურა დაიწყო, რაც შესაძლოა, ევროკავშირის საბჭოში პოლონეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევით დასრულდეს.