ევროკავშირის სამიტამდე ორგანიზაციის წევრი 12 ქვეყნის პირველი პირის არაფორმალური შეხვედრა გაიმართება
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ორგანიზაციის წევრი 12 ქვეყნის პირველი პირის არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი უმასპინძლებს.
ის მოლაპარაკებებს გამართავს ბულგარეთის, გერმანიის, ფინეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, პოლონეთის, პორტუგალიის, სლოვაკეთისა და ესპანეთის ლიდერებთან.
მედიის ინფორმაციით, არაფორმალურ შეხვედრაზე ლიდერები ევროკავშირის ბიუჯეტზე იმსჯელებენ, რომელიც ორგანიზაციამ მომავალ წელს , ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ უნდა მიიღოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი თვლის, რომ ევროკავშირის 2020-2027 წლების ბიუჯეტზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა 2019 წლის მაისში ჩანიშნულ არჩევნებამდე არარეალურია.
როგორც ცნობილია ბალტიის რეგიონის ქვეყნებს ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ ორგანიზაციის ბიუჯეტის გაზრდა სურთ.