ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტები ეუთო-სთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა
ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტები ეუთო-სთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა

ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტები ეუთო-სთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის შესახებ, ირლანდიის წარმომადგენელმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2020 წელს, „კოვიდმა“ ყველა ჩვენგანზე მოახდინა გავლენა, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმ კონფლიქტებზე, რომლებიც ჩვენ თვალწინ ბევრად დიდი ხანია მიმდინარეობს და რომლებსაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე და სახლი შეეწირა“, – განაცხადა ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა, ტომას ბერნიმ.

მისი თქმით, უკრაინის უკანონო ანექსია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ძალადობა დონბასსა და მის მიდამოებში, ასევე გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში და დაპირისპირება მთიან ყარაბაღში მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

ბერნის თქმით, ეს კონფლიქტები ეუთო-ს მთავარი პრინციპებისა და პასუხისმგებლობებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.