ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანი - შევძელით გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნითი გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ძლიერი მხარდაჭერა გაფართოების პროცესისადმი
შევძელით გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნითი გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ძლიერი მხადაჭერა გაფართოების პროცესისადმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაფართოების საკითხი უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„გაფართოება არის უკიდურესი მნიშვნელობის საკითხი, დასავლეთ ბალკანეთის ხვალინდელი სამიტის, ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც ევროპული საბჭოს შეხვედრაზე უნდა იქნას მიღებული. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ჩვენ შევძელით გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნითი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ძლიერი მხარდაჭერა გაფართოების პროცესისადმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის“, – განაცხადა პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა.
აღნიშნული განცხადება მან საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. გაფართოებასთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვეტილება ევროკავშირის სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ.