ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მეტი განაცხადი გერმანიამ განიხილა
ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მეტი განაცხადი გერმანიამ განიხილა

2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გერმანიამ 350 ათასი თავშესაფრის მაძიებელთა განცხადება შეისწავლა. ევროკავშირის დანარჩენმა 27 წევრმა სახელმწიფომ ამავე პერიოდში სულ 200 ათასი ადამიანის მოთხოვნა განიხილეს.

ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მეტი განაცხადი გერმანიამ განიხილა.

Eurostat-ს მონაცემებით, საუბარია იმ ადამიანების მიერ წარდგენილ განაცხადებზე, რომლებმაც პირველად მოითხოვეს ევროკავშირში თავშესაფარი.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანია ლტოლვილებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად რჩება ევროპაში.

ყოველწლიურად ამ სახელმწიფოში 15 ათასი თავშესაფრის მაძიებელი ჩადის. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბერლინი აპირებს კომპენსაცია გადაუხადოს იმ მიგრანტებს, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს და ის თანახმაა, სამშობლოში დაბრუნდეს. გერმანია მათ 6000 ევროს გადაუხდის.

2017 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით გერმანიიდან საკუთარი ნებით სამშობლოში დაბრუნებას 5639 ლტოლვილი დათანხმდა. 19250 თავშესაფრის მაძიებელი კი ქვეყნიდან იძულების წესით გააძევეს.