ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, მომდევნო კვირაში უნდა განისაზღვროს კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო და იმ პირთა ნუსხა, რომელთა მიმართაც სანქციები დაწესდება.
საქმე ეხება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავების საქმეს, რის გამოც ევროკავშირი შეშფოთებულია და მის გათავისუფლებას ითხოვს. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების მომხრეა. განიხილება რუსი მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალავა და მათი ფინანსური აქტივების გაყინვა.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის რუსეთში 2.5 წლის პატიმრობა მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც ის გერმანიაში მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამხედრო პარალიტიკური შხამის – ნოვიჩოკით მოწამვლის გამო მკურნალობდა. ოპოზიციონერი მისი მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულბს, რასაც რუსეთის ხელისუფლება უარყოფს.