ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები - რაფაჰზე თავდასხმა აბსოლუტურად კატასტროფულ იქნება, ეს არაკეთილსინდისიერია
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს აფრთხილებენ, რომ ქალაქ რაფაჰზე შეტევა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
„რაფაჰზე თავდასხმა აბსოლუტურად კატასტროფულ იქნება. ეს არაკეთილსინდისიერია“, – განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ მარტინმა.
მისი თქმით, 1,5 მილიონი ადამიანი კუთხეშია მოქცეული.
„ისინი დაიღალნენ, არსად აქვთ წასასვლელი, როგორ შეიძლება, ვინმე ფიქრობდეს მათი ამ ტრავმის გაღრმავებაზე?“ – ამბობს მინისტრი.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ოპერაციის დროს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელია.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისრაელზე ზეწოლა, რათა ვაიძულოთ, გაიგოს, რომ რაფაჰის ქუჩებში იმდენად ბევრი ხალხია, მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის არიდება შეუძლებელი იქნება. ეს კი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას“, – განაცხადა ბორელმა.