ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოთხი რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოთხი რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას, „როიტერი“ დიპლომატურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 27 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრაზე სახელებზე არ უსაუბრიათ, მაგრამ დიპლომატების თქმით, სანქციების სამიზნე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი (რომელიც ახორციელებს გამოძიებას დიდ დანაშაულებზე), ციხეების დირექტორი, რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი და გენერალური პროკურორი გახდებიან.