ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაკავების გამო სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავების გამო სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირი პირველად აამოქმედებს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ მექანიზმის, რომელის ფარგლებშიც სანქციები კონკრეტული პირების მიმართ დაწესდება.
ბორელის განცხადებით, ამ პირთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ხოლო ახალი სანქციები რუსეთის მიმართ სავარაუდოდ ერთ კვირაში იქნება დამტკიცებული.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ რუსეთი ავტორიტარიზმისკენ მიიწევს და ევროპას სცილდება. მინისტრებმა ერთხმად შეაფასეს რუსთის ბოლო ქმედებები და მოსკოვის რეაქციები, როგორც მკაფიო სიგნალი რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ევროკავშირთან თანამშრომლობა არ სურს და მეტიც მოწადინებულია კონფრონტაციისკენ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, სანქციების სამიზნე შესაძლოა გახდეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური და გენერალური პროკურორი.