ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 22 აპრილს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ იმსჯელებენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 22 აპრილს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ იმსჯელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
მინისტრების სხდომა ვიდეოკოფერენციის რეჟიმში გაიმართება.
„მინისტრები შეაფასებენ პანდემიის პერიოდში ევროკავშირის პოლიტიკას და მიდგომებს აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ. მინისტრები მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.