ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - ევროკავშირი იმეორებს მოთხოვნას, რომ ბელარუსი პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ
ევროკავშირი ბელარუსი ოპოზიციონერის მარია კოლესნიკოვასა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა.
„ევროკავშირი წუხს მინსკის რეჟიმის მიერ ბელარუსი ხალხის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეში უპატივცემლობის გამო. ევროკავშირი იმეორებს მოთხოვნას, რომ ბელარუსი პოლიტპატიმრები, რომელთა რიცხვიც 650-ს აღწევს და, რომელთა შორის არიან მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ. ასევე, უნდა გათავისუფლდნენ ჟურნალისტებიც და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ციხეში საკუთარი უფლებების განხორციელების გამო მოხვდნენ.
ბელარუსმა უნდა დაიცვას ვალდებულებები, რომლებიც ეუთო-ს და გაერო-ს ჩარჩოში აქვს აღებული. ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასტიკ რეპრესიებში დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბელარუს ოპოზიციონერებს მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკას დღეს ათი და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.