ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი - ჩინეთი და რუსეთი პანდემიის დროს გავლენის გაფართოებას ცდილობენ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი მიიჩნევს, რომ ჩინეთისა და რუსეთი პანდემიის დროს გავლენის გაფართოებას ცდილობენ.
მისი თქმით, მოსკოვი და პეკინი კრიზისს იყენებენ და სხვა ქვეყნებს ეხმარებიან, რისი მიზანიც მსოფლიოში მათი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდაა.
ეს განცხადება ბორელმა იტალიურ „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„თვალსაჩინოა, რომ რუსეთი და ჩინეთი გლობალურ დონზე გავლენის გაფართოებას ცდილობენ. ეს სტრატეგია მიმართულია იმის საჩვენებლად, რომ გარკვეული პოლიტიკური სისტემები, ევროპულთან შედარებით უფრო ეფექტურად მოქმედებენ პანდემიასთან ბრძოლის დროს“, – განაცხადა ბორელმა.
ესპანელი დიპლომატის განაცხადებით, „რუსეთიც და ჩინეთიც მედიასაშუალებების გამოყენებით მათ მიერ სხვადასხვა ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების ეფექტის გაზრდას ცდილობენ.“