ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს.

მარეკ შჩიგელი განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიღების პერიოდში, საქართველოს კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ევროპაში.

„გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავს. მიღების დროს ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია იყო. მან მისცა ქალებს ხმის უფლება, გააუქმა სიკვდილით დასჯა და უზრუნველყო უმცირესობების დაცვა“, – წერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი.