ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი პოლონეთის მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი პოლონეთის მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი პოლონეთის მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს. დონალდ ტუსკის მიერ მიკრობლოგ Twitter-ში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის მმართველი პარტიის მიდგომა სხვადასხვა საკითხისადმი სულ უფრო მეტად ემსგავსება კრემლის პოლიტიკას.

„ მწვავე დაპირისპირება უკრაინასთან, იზოლაცია ევროკავშირიში, სამართლის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უგელებელყოფა, თავდასხმა არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიაზე – ეს პოლონეთის მმართველი პარტიის სტრატეგიაა თუ კრემლის გეგმა? – წერს Twitter-ის გვერდზე დონალდ ტუსკი.


ევროკავშრის საბჭოს პრეზიდენტის კრიტიკას უკვე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ. ასევე Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში პრემიერი აცხადებს, რომ ტუსკი პოლონეთის სახელმწიფოს დაესხა თავს.


„თქვენ ევროკავშრის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არაფერი გაგიკეთებიათ პოლონეთისთვის. დღეს თქვენ ამ თანამდებობას იყენებთ პოლონეთის მთავრობაზე თავდასხმისთვის, ის თავს ესხმის პოლონეთს“,
– წერს შიდლო.


დონალდ ტუსკს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2019 წელს ეწურება. ვარაუდობენ, რომ ის პოლონეთის პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთვის იბრძოლებს. არჩევნები პოლონეთში 2020 წელს არის დაგეგმილი.