ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი - ევროპა მკაცრად გმობს ავსტრიაში განხორციელებულ ლაჩრულ აქტს
ვენაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
„ევროპა მკაცრად გმობს ამ ლაჩრულ აქტს, რომელიც არღვევს ცხოვრებას და ჩვენს ადამიანურ ღირებულებს. ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და ავსტრიელ ხალხთანაა“, – წერს შარლ მიშელი.